ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა (EUIPO) მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სწრაფი კვების კომპანიაც McDonald’s სავაჭრო ნიშან Big Mac-ის ექსკლუზიური უფლება ჩამოართვა.
კორპორაციამ სასამართლო პროცესი წააგო სწრაფი კვების ირლანდიურ ქსელთან Supermac’s.
სასამართლო პროცესის შედეგი ითვალისწინებს, რომ Supermac’s უფლება ექნება თავისი ქსელი მთელი დიდი ბრიტანეთის მასშტაბით გააფართოოს, ხოლო McDonald’s სავაჭრო ნიშან Big Mac-ის ევროკავშირში გამოყენების უფლება არ ექნება.
Supermac’s ახლა თავისი წარმოების გაფართოება მთელი გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით შეუძლია და აგრეთვე უფლება აქვს, საკუთარ პროდუქტს Big Mac-ი დაარქვას. McDonald’s ცდილობდა, შეეჩერებინა კომპანიის გაფართოება ევროკავშირის მასშტაბით. ამასთან, ამერიკული კომპანია აცხადებდა, რომ მომხმარებლები Supermac’s საკულტო ბურგერში Big Mac აურევენ.
პროცესში, Supermac’s ეყრდნობოდა McDonald’s-ის იურიდიულ ტაქტიკას, რომელიც არეგისტრირებს ბრენდების სახელწოდებებს და ინახავს სამომავლოდ, რათა საჭირო დროს კონკურენტების წინააღმდეგ გამოიყენოს.
საკუთარი გადაწყვეტილება EUIPO-მ იმით ახსნა, რომ McDonald’s-მა ვერ წარმოდგინა სავაჭრო ნიშან Big Maс-ის რეალური გამოყენების შესახებ ექსკლუზიური უფლება.
ახლა Supermac’s შეუძლია დასახელება Big Mac ნებისმიერ თავის პროდუქტს უწოდოს. სავაჭრო ნიშანს Big Mac აქამდე მხოლოდ კომპანია McDonald’s 1996 წლიდან, ევროკავშირში იყენებდა.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, აქვს თუ არა McDonald’s აპელაციის უფლება.