NDI: მოსახლეობის უმეტესობა გარემოს დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს

100

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა ეკონომიკურ მდგომარეობასთან, გარემოს დაცვასთან და პოლიტიკურ კლიმატთან მიმართებაში მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებაზე მიუთითებს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა გარემოს დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა თბილისში, სადაც დედაქალაქის მაცხოვრებლების 90 პროცენტი მხარს უჭერს გარემოს დაცვის კუთხით ისეთი ზომების გატარებას, როგორიცაა: მანქანების ტექნიკური დათვალიერება, ნაგვის სავალდებულო დახარისხება, საკვები პროდუქტის რეგულარული შემოწმება, პოლიეთილენის პარკებისა და კონტეინერების აკრძალვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება.

Comments
Loading...