ტოკიოს საფონდო ბირჟის ინდექსი Nikkei 225, ვაჭრობის გახსნიდან 15 თვის მინიმალურ მაჩვენებელზე ჩამოვიდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ორშაბათს, ვაჭრობის გახსნისას ინდექსმა 19 310,90-იან ნიშნულს მიაღწია.
უფრო საერთო ინდექსი Topix, რომელიც პირველი სექციის ყველა კომპანიის კოტირებას ახორციელებს, 4,37%-ით დაეცა და 1423,20 შეადგინა.
იაპონური ინდექსების დაცემა აშშ-დან წამოსული არც ისე კარგი ამბების თანმდევი პროცესია. იქ ინდექსი S&P 500 თითქმის 3%-ით დაეცა და ბოლო 20-თვიან მინიმალურ მაჩვენებელს მიუახლოვდა.
დეკემბერი, აშშ-ის საფონდო ბირჟებისათვის, დიდი დეპრესიის დროინდელი ყველაზე მძიმე წლების შემდეგ, ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. ამის შესახებ FT წერს.
ტრეიდერების პესიმიზმს დაემატა ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა, აშშ-ის 6 უმსხვილესი ბანკის უმაღლეს ხელმძღვანელებს ლიკვიდურობის საკითხის განხილვისკენ მოუწოდა.