PepsiCo-მ ისრაელის კომპანია SodaStream-თან, 3,2 მილიარდ აშშ დოლარის ღირებულების შეთანხმებას მიაღწია

105

PepsiCo-მ ისრაელის კომპანია SodaStream-თან, რომელიც სახლის პირობებში გაზირებული სასმელების, სიროფებისა და კონცენტრატების დასამზადებელ აპარატებს აწარმოებს, შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმების ღირებულება 3,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Financial Times-ის ცნობით, ევროპასა და აზიაში SodaStream-ის ბიზნესი იზრდება, ხოლო ახლა კომპანია აშშ-ის ბაზარზე გასვლასაც ცდილობს. შეთანხმების მიღწევის შემდეგ ინფორმაცია მას მერე გავრცელდა, რაც PepsiCo-ს გენერალურმა დირექტორმა ინდირ ნუიმ, რომელიც კორპორაციას 2006 წლიდან ედგა სათავეში, თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მის ადგილს კი რამონ ლაგუარტი დაიკავებს, რომელიც კომპანიაში უკვე 22 წელია, რაც მუშაობს.

SodaStream-ის შესყიდვა იმაზე მეტყველებს, რომ PepsiCo-ს ახალი გენერალური დირექტორი, კორპორაციის განვითარებას იმავე გზით გააგრძელებს, რა გზითაც მისი წინამორბედი ცდილობდა. შეთანხმება აგრეთვე მეტყველებს PepsiCo-ს გლობალურ სტრატეგიაზე, რომ კომპანია თავისი პროდუქციის გაჯანსაღებას ცდილობს.

ლაგუარტმა, აღნიშნულ შეთანხმებაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ SodaStream-ი კორპორაციის ბიზნესს შეავსებს და მომხმარებლებს მისცემს საშუალებას, სახლის პირობებში სასმელის მომზადებისას ინდივიდუალური გადაწყვტილებები მიიღონ.

PepsiCo, კომპანია SodaStream-ის თითოეულ აქციაში 144 აშშ დოლარს გადაიხდის, რაც 32%-ით აღემატება სავაჭრო სესიაზე ბოლო 30 წლის განმავლობაში გამოტანილი ფასიანი ქაღალდების ღირებულებას. როგორც მოსალოდნელია, შეთანხმების გაფორმება, რომელსაც ჯერ SodaStream-ის აქციონერები და რეგულატორები უნდა დათანხმდნენ, 2019 წლის იანვარში დასრულდება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე, აღნიშნულ შეთანხმებას უკვე დაეთანხმნენ ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭო.

Comments
Loading...