Peugeot-Citroen-მა გერმანული Opel-ი 2,3 მილიარდ დოლარად შეისყიდა

484

დღეს პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე კონცერნმა Peugeot-Citroen-მა, გერმანული საავტომობილო ბრენდ Opel-ის შესყიდვის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. აღნიშნულის შესახებ Bloomebrg-ი წერს.

გარიგების ღირებულებამ 2,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქამდე გერმანული Opel-ის საავტომობილო ბრენდის მფლობელი ამერიკული კომპანია General Motors-ი იყო.

ამ ეტაპზე მხარეები შეთანხმების დეტალებზე თანხმდებიან, თუმცა ფრანგული კონცერნის ხელმძღვანელობამ 3 მარტს უკვე შეათანხმა გარიგების ღირებულება.

Comments
Loading...