კომპანია Buzzoola-მ, რომლის სპეციალიზაციაც რეკლამების განთავსებაა, 20 აგვისტოს მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს, "რამბლერ ინტერნეტ ჰოლდინგის" ერთ-ერთი სტრუქტურის Rambler Group-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. კომპანია 8,2 მილიონი რუბლის მოცულობით ვალის დაბრუნებას მოითხოვს.
Rambler Group-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია, Buzzoola-სთან სიტუაციის დარეგულირების მიზნით, მოლაპარაკებებს ახორციელებს. Buzzoola-ს გენერალურმა დირექტორმა ვიტალი ჟელიაპოვმა დაადასტურა, რომ კომპანიამ "რამბლერის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, თუმცა დავის დეტალების შესახებ არ უსაუბრია. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მხარეები ერთმანეთში მოლაპარაკებას და შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.
ეს უკვე მეორე სარჩელია ბოლო თვის განმავლობაში Rambler Group-ის წინააღმდეგ შეტანილი. აქამდე აგვისტოში კვლევითმა კომპანიამ Mediascope, ჰოლდინგისგან 5,3 მილიონი რუბლის ოდენობის კრედიტის დაფარვა მოითხოვა. ეს კომპანია ინტერნეტ-პროექტების აუდიტორიას აფასებს და რეკლამის ბევრი დამკვეთი ეყრდნობა კომპანიის მონაცემებს.