Renault 2019 წელს ახალ მოდელ – Arkana-ს წარადგენს

69

კომპანია Renault-ს ახალი მოდელის სახელი ცნობილია, ეს Arkana იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

კუპე-კროსოვერის  წარმოება რუსეთში მდებარე ავტოქარხანაში 2019 წელს დაიწყება. ავტომობილი Renault-ს ახალი გლობალური მოდელი გახდება.

ახალი მოდელის სახელწოდება ლათინური სიტყვა Arcanum-დან მომდინარეობს, რომელიც საიდუმლოს ნიშნავს. ახალი ავტომობილის პრეზენტაცია 29 აგვისტოს, მოსკოვის 2018 წლის საერთაშორისო ავტო-შოუზე მოხდება.

ავტომობილის ტექნიკური მხრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს დეტალები ცნობილი მოდელის ოფიციალური წარდგენის დღეს გახდება ცნობილი. კომპანია Renault მიიჩნევს, რომ კუპე-კროსოვერი Arkana ავტომობილების ბაზარზე ახალი ტრენდის ფორმირებას მოახდენს.

მათი თქმით, ახალი მოდელი, წინა მოდელ Renault – Kaptur-ზე პატარა არ იქნება. აღნიშნული ავტომობილის სიგრძე 4333 მილიმეტრია, სიმაღლე – 1613 მილიმეტრი, სიგანე – 1813 მილიმეტრი.

Comments
Loading...