Royal Group მხარს უჭერს ქართულ სპორტს

546

დეველოპერული კომპანია Royal Group მხარს დაუჭერს წლის ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონიძიებას, რომელიც 29 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ჩაატარებს 2016 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოვებას, რომელიც კლუბ Roof Top-ზე (სააკაძის დაღმართი 11) ჩატარდება.

Royal Group მანამდეც აქტიურად იყო ჩართული ქართული სპორტის მხარდაჭერაში. შარშან, ამ ჯგუფმა ყველაზე წარმატებული ქართული კამპანია, Vote For Zaza (ხმა მიეცით ზაზა) მიიყვანა ბოლომდე. ამ კამპანიის შედეგად, საართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ დასავლეთის კონფერენციის საოლსტარო გამოკითხვაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

Comments
Loading...