Samsung-ის ხელმძღვანელი დაკავებულია

544

სამხრეთ კორეის სასამართლომ, კომპანია Samsung-ის ვიცეპრეზიდენტის და ფაქტობრივად ხელმძღვანელის ლი ჩჟე იონის დაკავების შესახებ პროკურატურის განმეორებითი მოთხოვნა დააკმაყოფილა. აღნიშნულის შესახებ Vedomosti იუწყება.

კომპანიის ლიდერი, რომელიც 48 წლისაა, Samsung-ის ისტორიაში პირველ შემთხვევას წარმოადგენს, რომელიც სისხლის სამართლის საქმის ბრალდებით დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას ტოპ-მენეჯერი ციხეში დაელოდება. გამოძიების შედეგებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს იმპიჩმენტზე, რომელიც სამხრეთ კორეის პრეზიდენტ პაკ კინ ჰეზე, კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით გამოცხადდა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 28 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გამოძიებამ ვადის გახანგრძლივება ერთი თვით მოითხოვა. პროკურატურამ სასამართლოს აგრეთვე კომპანია Samsung Electronics-ის პრეზიდენტის სან ჯინ პაკის დაკავების უფლებაზე თანხმობაც სთხოვა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

სასამართლომ გადაწყვეტილება, ადგილობრივი დროით დილის 5:30 საათზე მიიღო. კომპანია Samsung Electronics-ის აქციები დილით 1,2%-იანი ვარდნით გაიხსნა, ხოლო Samsung C&T Corp.-ის ფასიანი ქაღალდები 3,2%-იანი ვარდნით. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

ლის დაკავებასთან დაკავშირებით Samsung Group-ის მოკლე განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალ სასამართლო დავებზე გარკვეული იქნას ჭეშმარიტება.

ჯერ კიდევ 19 იანვარს, სასამართლო, პროკურატურის მოთხოვნაზე ლი ჩჟე იონის დაკავებასთან დაკავშირებით, აცხადებდა, რომ გამოძიების მიმდინარე სტადიაზე, დაკავების აუცილებლობისა და საფუძვლიანობის დადგენა რთული იყო. გამოძიებას, ქვეყნის პრეზიდენტის მეგობრის ცოი სუნ სილის მიერ ქრთამის გაცემის ფაქტთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულებების მოძიებისათვის კიდევ სამი კვირა დასჭირდა. საქმე ეხება დანაშაულის ჩადენის მეშვეობით მოპოვებული შემოსავლების მალვასა და უცხოეთში არსებული ქონების გადაცემის შესახებ კანონის დარღვევას.

როგორც გამოძიება ამტკიცებს, ლი ჩჟე იონი, ხელისუფლებისგან მხარდაჭერის სანაცვლოდ, პრეზიდენტის მეგობარს ცოი სუნ სილს ფინანსურ დახმარებას აწვდიდა. პროკურატურას ეჭვი აქვს, რომ სწორედ მან გადაუხადა, ან ჰპირდებოდა, რომ გადაუხდიდა პრეზიდენტის მეგობარს 36,3 მილიონ აშშ დოლარს, რის სანაცვლოდაც ხელისუფლება, კომპანია Samsung-ისა და Cheil Industries Inc.-ის შერწყმის შესახებ საეჭვო გარიგებას დაუჭერდა მხარს.

კომპანია Samsung-მა, აღმოჩენილი საკონსულტაციო მომსახურებისთვის, ცოი სუნ სილისა და მისი ქალიშვილის ფირმის ანგარიშზე, რომელიც გერმანიაშია დარეგისტრირებული, 18 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა. გადარიცხული თანხები კი სინამდვილეში, პრეზიდენტის მეგობრის არასამთავრობო ფონდების ანგარიშებზე ირიცხებოდა. აქამდე Samsung-მა განაცხადა, რომ მის ფონდებს ურიცხავდა შემოწირულობებს, თუმცა ამ შენატანებს კომპანიების შერწყმის გარიგებასთან საერთო არაფერი ჰქონდა.

სამხრეთ კორეის უახლოესი მეგობარი ამ ეტაპზე, თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია. მას ბრალად ედება მსხვილი კორპორაციებისთვის, მთლიანობაში 65,7 მილიონი აშშ დოლარის გამოძალვა, რომელსაც შემდეგ საკუთარ არაკომერციულ ფონდებში რიცხავდა. დაზარალებულ კომპანიებს შორის სახელდება Lotte, Hyundai Motor, POSCO და აგრეთვე გიგანტური ტელეკომპანია KT.

ამ ეტაპზე გამომძიებლები, პაკ კინ ჰეს შესაძლო დაკითხვის თაობაზე მოლაპარაკებებს ახორციელებენ საპრეზიდენტო ოფისთან. მათი პირველი მცდელობა, იმპიჩმენტის ქვეშ მყოფი პრეზიდენტის დაკითხვასთან დაკავშირებით უშედეგოდ დასრულდა.

Comments
Loading...