Samsung-ს კრიპტოვალუტების შემნახველი საკუთარი საფულე ექნება

74

კომპანიამ Samsung დაარეგისტრირა თავისი ახალი სასაქონლო ნიშანი Samsung Crypto Wallet. ეს შესაძლოა იყოს დასტური იმ ჭორებისა, რომლებიც სამხრეთ კორეული კორპორაციის მიერ კრიპტოვალუტის საფულის შექმნას ეხება. აღნიშნული ინფორმაცია ნოემბერში გავრცელდა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია იმ აპლიკაციების პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, რომლებიც ციფრული ფულის შენახვასა და მათი მიმოცვლის შესაძლებლობას უზრუნველყოფას ახდენს. მომხმარებლებს შეეძლებათ დააყენონ ეს პროგრამები თავიანთ ჭკვიან ტელეფონებში.

აქამდე კომპანიის წარმომადგენლებმა უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჭკვიანი ტელეფონი Galaxy S10 მასში უკვე დაყენებული კრიპტოვალუტის საფულით გამოვიდოდა. კორპორაციაში განაცხადეს, რომ ახალ მოწყობილობებში Bitcoin-ის, Bitcoin Cash-ის, Ethereum-ისა და ERC-20-ის სტანდარტის ტოკენების შემნახველი აპლიკაციები დაყენებული არ იქნებოდა.

Comments
Loading...