კომპანია Sony-იმ ახალი ჭკვიანი ტელეფონი Xperia XZ Premium წარადგინა. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.
ახალი მოწყობილობა აღჭურვილია ვიდეოკამერით, რომელიც წამში 960 კადრს აფიქსირებს და Apple-სა და Samsung-ის მოდელების კამერაზე ოთხჯერ სწრაფია.
Sony-ის ჭკვიანი ტელეფონების ბაზარზე დიდი ნიშა არ აქვს, თუმცა ეს კომპანია აწარმოებს სენსორებს, რომლებიც, როგორც წესი, სხვა მწარმოებლებისთვის ხელმისაწვდომი ნახევარი წლის, ან ერთი წლის შემდეგ ხდება.
Apple-მა, Samsung-მა, LG-იმ და Xiaomi-მ უკვე გამოიყენა მსგავსი ტექნოლოგია თავის ახალ მოდელებში.
Sony-ის ახალი მოდელი სხვა ჭკვიან ტელეფონებთან ერთად ბარსელონაში, Mobile World Congress-ზე წარადგინეს.