Starbucks რუსეთის ბაზარს ტოვებს

12

Starbucks-ის ყავის მაღაზიათა ქსელმა რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდი იტყობინება.

“როგორც 8 მარტს აღვნიშნეთ, ჩვენ შევაჩერეთ ყველა საქმიანობა რუსეთში, მათ შორის Starbucks-ის ყველა პროდუქტის გადაზიდვა. Starbucks-მა გადაწყვიტა, აღარ იყოს რუსეთის ბაზარზე წარმოდგენილი”, – ნათქვამია წერილში.

ამერიკული კომპანია რუსეთში 130 ყავის სახლით არის წარმოდგენილი, მათ მართავს კომპანია “ყავა სირენას” პარტნიორი. ქსელში დაახლოებით 2000 თანამშრომელი მუშაობდა. Starbucks მათ ხელფასების გადახდას და ექვსი თვის განმავლობაში დახმარებას ჰპირდება.

Comments
Loading...