TBC: ელიავას ბაზრობისთვის მიყენებული ზარალის ნაწილი თიბისი დაზღვევის მიერ ანაზღაურდება

431

ელიავას ბაზრობის ტერიტორიის ნაწილი, კერძოდ 850 კვ.მ ფართზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, რომელიც ეკუთვნოდა, შპს "გუჯუჯს" თიბისი დაზღვევაში იყო დაზღვეული. ამ დროისათვის მიმდინარეობს ზარალის შესწავლა, რის შემდეგაც დაიწყება ანაზღაურების გაცემა. ამჯამად მიმდინარეობს საგამოძიებო ექსპერტიზა, რომლის დასკვნის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ზარალის ზუსტი მოცულობის დადგენა, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას თიბისი ბანკი ავრცელებს.

შპს "გურუჯს", რომელიც აერთიანებდა 30-მდე მაღაზიას, დაზღვეული ჰქონდა როგორც ქონება, ისე ბიზნეს-საქმიანობის შეწყვეტის რისკიც, რაც იმედს იძლევა, რომ დაზარალებულებს მაქსიმალურად შეუმცირდებათ მიყენებული ზიანი.

შეგახსენებთ, რომ თიბისი დაზღვევაში ქონების დაზღვევისას ბიზნესს შეუძლია შენობის კონსტრუქციის, რემონტის და მარაგების დაზღვევა ერთად ან ცალ-ცალკე. ასევე შესაძლებელია საქმიანობის შეფერხებისგან დაზღვევაც. ეს იმ ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს, რაც კომპანიას, ქონების განადგურების გამო, საქმიანობის იძულებით შეწყვეტის შედეგად შეიძლება მიადგეს.

Comments
Loading...