კომპანია Tesla-მ საბაზრო კაპიტალიზაციით საავტომობილო კონცერნ Ford-ს გაუსწრო, თუმცა ვერ მოახერხა General Motors-ისთვის გადასწრება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ამგვარად, Tesla კვლავ რიგით მეორეა ამერიკის საავტომობილო ბაზარზე.
3 აპრილს Tesla-ს აქციები 7,3%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც მან კომპანია Ford-ს გაუსწრო, წერს The Wall Street Journal-ი. შედეგად, საბაზრო კაპიტალიზაციამ 48,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რამაც კომპანიას Ford-ის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლისთვის გადასწრების საშუალება მისცა. Ford-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი აპრილში 45,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
მომდევნო დღეს, 4 აპრილს Tesla-ს აქციები თითოზე 301,74 აშშ დოლარზე იყიდებოდა, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 49,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად GM-ის კაპიტალიზაციამ კი Thomson Reuters-ის მონაცემებით, 51,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.