ავტომობილების მწარმოებელ კომპანია Tesla-ს ქარხანაში, ფრიმონტში, კალიფორნიის შტატში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი ილონ მასკი თავის ტვიტერზე წერს.
"იქ ვიყავი. ცეცხლი მუყაოს წაეკიდა, რომელიც გადასამუშავებლად იყო გამზადებული ქარხნის სამხრეთ ნაწილში იდო", – წერს მასკი.
ამ ეტაპზე ხანძარი სულად ლიკვიდირებულია. კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, დამწვარი მუყაოს გარდა კი ქარხანას დაზიანებები არ აქვს.