Toyota უპილოტო ავტომობილების შემუშავებისთვის Uber-ში 500 მილიონ დოლარს ჩადებს

47
ავტომობილის მწარმოებელი კომპანია Toyota 500 მილიონ დოლარს Uber-ის კომპანიაში უპილოტო ავტომობილების შემუშავების პროექტში ჩადებს. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება.
 
გამოცემის ცნობით, Uber-ის შეფასება 72 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ამ გზით კომპანია, აღნიშნული პროექტის შემუშავებისთვის, ხარჯების დაზოგვას ცდილობს, ასევე მას შემდეგ, რაც არიზონას შტატში საავტომობილო შემთხვევის შედეგად კომპანიას ზარალი მიადგა.
 
ბოლო თვეებში კომპანიამ ტესტირების ჩატარება არიზონაში, პიტსბურგში, ტორონტოსა და სან-ფრანცისკოში შეწყვიტა.
 
მარტის ბოლოს, უპილოტო ავტომობილმა Uber-მა  არიზონას შტატში ქალის სიცოცხლე შეიწირა. ქალი გზაზე, საღამოს, ველოსიპედით გადადიოდა. ეს პირველი საავტომობილო შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანის სიცოცხლე უპილოტო ავტომობილმა შეიწირა.  ამ ინციდენტის შემდეგ, კომპანიამ უპილოტო ავტომობილების ტესტირება შეწყვიტა.
Comments
Loading...