TripAdvisor-ის მონაცემებით, წლის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა რომის კოლიზეუმი გახდა

400

TripAdvisor-ის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა რომის კოლიზეუმი გახდა.

მას მოსდევს რომში არსებული ვატიკანის მუზეუმი, ნიუ-იორკის თავისუფლების ქანდაკება, ლუვრის მუზეუმი და პარიზის ეიფელის კოშკი.

წლის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობების ათეულში აგრეთვე შევიდა ბარსელონას ბაზილიკა საგრადა-ფამილია, სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭე, ბრიტანეთის სთოუნჰეჯი, ვერსალის სასახლე და ვენეციის გრანდეს არხი.

TripAdvisor-ის წარმომადგენლის თქმით, მსოფლიოს ღირსშესანიშნაობებისადმი ინტერესი ტურისტებს შორის იზრდება.

2017 წელს, ამავე რეიტინგის ლიდერი ვატიკანის მუზეუმი იყო. მეორე ადგილი კი ჩიკაგოს ეკავა თავისი კრუიზებით, მესამე ადგილზე კი იყო რომის კოლიზეუმი. ათეულში აგრეთვე იყო ბაზილიკა საგრადა-ფამილია, ეიფელის კოშკი, კინოსტუდია Warner Bros, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს, ნიუ-იორკის ცათამბჯენი და სხვა.

Comments
Loading...