სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, Turkish Airlines თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სიხშირეს ზრდის. ამას შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ავრცელებს.
2022 წლის 2 იანვრიდან, სტამბოლი – თბილისი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე ემატება 4 სიხშირე და რეგულარული რეისები განხორციელდება კვირაში 25 სიხშირით, ხოლო სტამბოლი – ბათუმი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე, 8 იანვრიდან დაემატება 1 სიხშირე და ფრენები შესრულდება კვირაში 5-ჯერ.
მათივე ცნობით, Turkish Airlines-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა 22 დეკემბერს მიენიჭა.