ბრიტანულ-ნიდერლანდური კომპანია Unilever-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი პოლ პოლმანი, რომელიც კორპორაციაში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, თანამდებობას ტოვებს.
კომპანია საყოფაცხოვრებო პროდუქციასა და ქიმიკატებს აწარმოებს. აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადება კომპანიის ვებ-გვერდზე არის გავრცელებული.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პოლმანი მმართველობის დროს, კომპანიამ მრავალი პარამეტრი გააუმჯობესა, მათ შორის გაიზარდა მისი შემოსავალიც.
62 წლის პოლმანი კომპანიის გენერალური დირექტორისა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის სტატუსს მიმდინარე წლის განმალობაში შეინარჩუნებს. მან აგრეთვე 2019 წლის პერიოდში კომპანიის გადასვლისთვის მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს და ივლისის დასაწყისიდან კომპანია საბოლოოდ უნდა დატოვოს.
მის ნაცვლად კი, Unilever-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორად 54 წლის ალან ჯოუპა დანიშნეს, რომელიც Beauty & Personal Care-ის პრეზიდენტია.
პოლ პოლმანი Unilever-ის ხელმძღვანელად 2009 წლის იანვარში დაინიშნა. მანამდე კი იგი დასავლეთ ევროპაში Procter&Gamble-ის პრეზიდენტი იყო, აგრეთვე Nestle-ს ფინანსური დირექტორი.